|
2022-02-27 09:53:24, 799 ნახვა
მსოფლიო
კიევს მთლიანად უკრაინის არმია და თავდაცვა აკონტროლებს
კიევში ვითარება მშვიდია, დედაქალაქს მთლიანად უკრაინის არმია და თავდაცვა აკონტროლებს. ამის შესახებ ნათქვამია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. "კიევში ვითარება მშვიდია, დედაქალაქს სრულად აკონტროლებს უკრაინის არმია და თავდაცვის ძალები. ღამით რამდენიმე შეტაკება მოხდა დივერსიულ ჯგუფებთან", - განაცხადა კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მიკოლა პოვოროზნიკმა. სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს წინასწარი შეფასებით, სანიტარიული დაცვის ზონის გარეთ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. შემდგომში განყოფილებაში განაცხადეს, რომ 03:20 საათისთვის, პეჩერსკაიას მეტროსთან რადიაციული ფონი ნორმალური და უცვლელი იყო. გამთენიისას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მესამე დღეს ბრძოლები ისევ იქ მიმდინარეობს, სადაც დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)