|
2022-02-26 03:20:06, 533 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი აშშ-ს და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვდნენ
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შაიგუს და რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვის მიმართ აშშ-მ და ევროკავშირმა საქქციები დააწესა. სანქციები გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, ფინანსურ სანქციებს ანგარიშის გაყინვას და სხვა ღონისძიებებს ეხება. პერსონალური სანქციები მედვედევის, კოლოკოლცევის, ივანოვისა და მიშუსტინის წინააღმდეგ. რუსეთის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის კავშირის კაპიტალის ბაზარზე წვდომის შეზღუდვა. რუსეთში ნავთობის მრეწველობის ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვა. საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიისთვის აუცილებელი საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვა. რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორისთვის აუცილებელი საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვა. აკრძალულია რუსეთთან ვაჭრობისა და ქვეყანაში ინვესტიციების სახელმწიფო დაფინანსების ან ფინანსური დახმარების გაწევა. ევროკავშირმა გამოაქვეყნა რუსი ჩინოვნიკების სია, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის გამო. გარდა ამისა, სანქციები დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრის ვლადიმერ კოლოკოლცევისა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის გარემოსდაცვით, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხებში, უშიშროების საბჭოს წევრის სერგეი ივანოვის, მწვავე სანქციები ეხება ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)