|
2022-02-25 22:14:44, 524 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - კრემლის მიერ წარმოებული ომი არ გააძლიერებს რუსეთს, იგი დიდ ფასს გადაიხდის
„რუსეთი ძალზედ დიდ ფასს გადაიხდის. კრემლის მიერ წარმოებული ომი არ გააძლიერებს რუსეთის უშიშროებას“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ნატო-ს გენერალური მდივანი იუწყება, რომ შერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპამ 29 სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე განათავსეს ჯარები, რათა ნატო-ს ტერიტორიების უსაფრთხოება შენარჩუნებული იყოს. მისივე თქმით, ალიანსი აკვირდება, როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს, სამომავლო გადაწყვეტილებები კი, სიტუაციის განვითარების შესაბამისად იქნება მიღებული. „ჩვენ მოვვუწოდებთ რუსეთს უაზრო ომი შეწყვიტოს და გამოიყვანოს ჯარბი უკრაინიდან და დაუბრუნედეს დიალოგის გზას. კრემლის ამოცანა არ არის მხოლოდ შეზღუდული უკრაინით. მას სურს დააბრუნოს ყველაფერი 1997 წლის პერიოდში. იგი ევროპულ მშვიდობასა და უშიშროებას საფრთხეს უქმნის. მსოფლიო ფიქრობს, რომ რუსეთო თავისივე ერის წინაშე პასუხს აგებს. უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთი ძალზედ დიდ ფასს გადაიხდის. კრემლის მიერ წარმოებული ომი არ გააძლიერებს რუსეთის უშიშროებას. ეს რუსეთის შვილებს უკეთეს მომავლამდე არ მიიყვანს. ამ მასიურ სამხედრო ქმედებას რომ ვუპასუხოთ, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი ძალები. ჩვენ ვაკვირდებით თუ რა მოხდება და რა სახის საფრთხე დადგება უკრაინის ფარგლებს მიღმაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)