|
2022-02-25 11:51:25, 567 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად კიევში შესასვლელი ხიდი ააფეთქეს
უკრაინელმა სამხედროებმა ნოვოირპენსკაიას გზატკეცილზე კიევში შესასვლელი ხიდი ააფეთქეს. - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან, მაგრამ უკრაინული ძალები მას ივანკოვის დასახლებასთან წინააღმდეგობას უწევენ. ამასთან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო წერს, რომ დღევანდელი დღე ყველაზე რთული იქნება, ვინაიდან რუსეთი კიევში გეგმავს ტანკების შეყვანას. "დღეს ყველაზე მძიმე დღე იქნება. მტრის გეგმაა, ივანკოვისა და ჩერნიგოვის მხრიდან შემოვიდეს კიევში ტანკებით. რუსული ტანკები არაჩვეულებრივად იწვიან ჩვენი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის –სტუგნისა და კორსაროვის - მოხვედრის შემთხვევაში, ისევე, როგორც ჩვენი მოკავშირეების საჩუქრების NLAW-ისა და ჯაველინების დარტყმისას. კიევის მცველები ადგილზე არიან". - წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)