|
2022-02-24 22:33:15, 461 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი რუს ხალხს - თუ გესმით, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს თავს ესხმით, გთხოვთ, გადით მოედნებზე
„თუ გესმით, რომ თავს ესხმით დამოუკიდებელ სახელმწიფოს, გთხოვთ, გადით მოედნებზე“, - მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ხალხს. უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებით, მნიშვნელოვანია, რომ რუსმა ხალხმა თავიანთ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართოს. „ვხედავთ, რომ ბევრი რუსი შოკირებულია იმით, რაც ხდება. მათი ნაწილი უკვე სოციალურ ქსელებში აცხადებს, რომ ომის წინააღმდეგები არიან. ჩვენ ამას ვხედავთ, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობა ვერა. ამიტომ, გთხოვთ, თუ ჩვენი გესმით, თუ გესმით, რომ თავს ესხმით დამოუკიდებელ სახელმწიფოს, გთხოვთ, გადით მოედნებზე, მიმართეთ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს. ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენს მიწაზე ვართ. თქვენ რუსები ხართ. ახლა თქვენმა სამხედროებმა ომი დაიწყეს ჩვენს სახელმწიფოში. ძალიან მინდა, რომ წითელ მოედანზე გახვიდეთ, ან თქვენი დედაქალაქის ქუჩებში, მოსკოვში, ან პეტერბურგში, ან რომელიმე დიდ ქალაქში, არა მხოლოდ „ინსტაგრამზე“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)