00:48 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 19:34:49, 471 ნახვა

მსოფლიო
კიევში კომენდანტის საათი დაწესდა

კიევში დღეიდან კომენდანტის საათი წესდება, რომელიც 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ  მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.

"მეგობრებო! კიევში დღეიდან კომენდანტის საათი წესდება. ის 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს. ეს იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ სამხედრო აგრესიისა და საომარი მდგომარეობის პირობებში, დედაქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, აუცილებელია.

კომენდანტის საათის დროს არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მეტროსადგურები კი ამ დროის განმავლობაში თავშესაფრებად იქნება ხელმისაწვდომი.

თხოვნაა ყველა ადგილობრივისთვის, დროულად დაბრუნდნენ სახლში. თუ კომენდანტის საათის დროს ქალაქში გადაადგილება აუცილებელი იქნება, აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, - განაცხადა კიევის მერმა. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics