|
2022-02-25 01:01:59, 4500 ნახვა
მსოფლიო
ომი უკრაინაში - ცნობები მოკლედ
24/02/2022 - 17:58 ჩეხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბრნოსა და კარლოვი ვარში რუსეთის საკონსულოები დაიხურება. პარალელურად ჩეხეთი რუსეთში საკუთარ საკონსულოსაც დაკეტავს. შესაბამისი გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მიიღო. გარდა ამისა, ოფიციალური პრაღა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას შეაჩერებს და კონსულტაციებისთვის რუსეთიდან და ბელარუსიდან ელჩებს უკან გამოიწვევს. 24/02/2022 - 17:59 პროტესტის ნიშნად, Formula 1-ის ოთხგზის ჩემპიონი, სებასტიან ვეტელი რუსეთში დაგეგმილ გრან-პრიში მონაწილეობას არ მიიღებს. 24/02/2022 - 17:00 - უეფა 2021-22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთიდან სხვა ქვეყანაში გადატანას მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, – იტყობინება სააგენტო Associated Press (AP). 24/02/2022 - 18:05 - რუსეთის ძალებმა კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვარი გაარღვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მტრის სამხედრო ტექნიკა „ვილჩას“ გამშვები პუნქტიდან შევიდა. მიმდინარეობს სასაზღვრო დანაყოფების გადანაწილება სათადარიგო პოზიციებზე და ისინი მოქმედებენ უკრაინის არმიასთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით. 25/02/2022 - 01:00 ლონდონი არ მოისვენებს, სანამ რუსეთის ეკონომიკა არ განადგურდება - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 25/02/2022 - 01:03 ნატო არ დაამყარებს აკრძალულ ზონას უკრაინის თავზე, რადგან ეს ალიანსს რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებაში მიიყვანს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)