|
2022-02-24 16:44:26, 1575 ნახვა
რეგიონი
კასპში, შარიფაშვილისს ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო
კასპში, შარიფაშვილისს ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა. - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, წლების განმავლობაში ამორტიზირებული და თითქმის გაუვალი ქუჩა მოასფალტებული არასოდეს ყოფილა და მოსახლეობა გადაადგილებისას უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მათივე ინფორმაციით, სამუშაოს ღირებულება, რომელსაც შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს 266 750 ლარია, ქუჩის სიგრძე 490 გრ/მეტრი. "შპს „დინ გრუპი“ პარალელურად გურამიშვილის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის მოსფალტებას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 2021 წელს მოასფალტდა ყაზბეგის წერეთელის, წულუკიძის, გურამიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩებიც. 5 ქუჩის კეთილმოწყობის ღირებულება ჯამში 889 991 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ქუჩების კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია, მოძრაობა გახდება უსაფრთხო და კომფორტული, შემცირდება ავტოტრანსპორტით გადაადგილების დროც. მოსარგებლე ბენეფიციარები კმაყოფილებას გამოთქვამენ სარეაბილიტაციო სამუშაოებით. ვახტანგ მაისურაძე აღნიშნავს, რომ რეაბილიტირებუი ქუჩებით მოქალაქეები უკავშირდებიან გაზის კომპანიის ოფისს, მოხუცთა სახლს, ქალაქის N1 საბავშვო ბაღს, ქალაქის სასაფლაოს, ღია საჭიდაო არენას. ხუთივე ქუჩით 8 000 მეტი ბენფიციარი ისარგებლებს და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის." - ნათქვამია ინფორმაციაში.
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)