|
2022-02-24 09:41:06, 1687 ნახვა
მსოფლიო
CNN - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოსკოვის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სანქციების დაწესებას გეგმავს
დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სანქციების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას CNN-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი უდასტურებს. ოფიციალურმა პირმა დეტალების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ცნობილია, რომ აშშ ფინანსური სანქციების გამოყენებას აპირებს, რითიც სურს, რუსეთს შეუწყდეს წვდომა კრიტიკულ დასავლურ ტექნოლოგიებზე, რაც რუსულ ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს. გარდა ბანკებისა, სანქციები შეეხებათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის დამატებით წევრებსა და მათ ოჯახის წევრებს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, სანქციების საკითხზე ხვალ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებთან და მოკავშირეებთან ერთად იმსჯელებენ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)