|
2022-02-23 20:12:45, 685 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის სანქციების პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა
რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ევროკავშირისგან საპასუხოდ შესაბამისი პოლიტიკურ-ეკონომიკური ზომები მოჰყვა. ალიანსმა რუსეთის დუმის წევრებს, ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს სანქციების პაკეტი უკვე ოფიციალურად დაუმტკიცა. ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომელმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას ხმა მისცეს. ამასთან ერთად, ალიანსმა სანქციები დაუწესდა იმ 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, რომლებმაც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციები დააფინანსეს. სანქციები, რომლებიც მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას გულისხმობს, რუსეთის დუმის ქვედა პალატის ყველა წევრზე გავრცელდება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. „სანქციების ეს პაკეტი, რომელიც ერთხმად დაამტკიცა ყველა წევრმა ქვეყანამ, ძალიან დააზარალებს რუსეთს", - აღნიშნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში უმაღლესი წარმომადგენელმა. მიუხედავად ამისა, ბორელმა დასძინა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების გასამართად ევროკავშირი კვლავ მზადაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)