|
2022-02-23 19:24:32, 662 ნახვა
მსოფლიო
კიევის მერი აღნიშნავს, თუ რა შეზღუდვები დაწესდება უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თუ უმაღლესი რადა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილებას მიიღებს, ქვეყანაში შემდეგი შეზღუდვები ამოქმედდება: • ოლქებში, საოლქო სამთავრობო ადმინისტრაციისა და კიევის საქალაქო სამთავრობო ადმინისტრაციის თავმჯდომარეების ხელმძღვანელობით ოპერატიული შტაბები მუშაობას დაიწყებს; • ქალაქებისა და ოლქებში შესვლასა და გასვლაზე გაძლიერებული კონტროლი დამყარდება; • შესაძლოა, ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდოს და მოხდეს მათი შემოწმება; • შეიზღუდება მასობრივი შეკრებები; • აიკრძალება საპროტესტო აქციების გამართვა და შესაძლოა, სხვა დაწესდეს დამატებითი შეზღუდვებიც. კიევის მერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადების შემთხვევაში, შეზღუდვები 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა ისიც, რომ სხვა ქალაქებსა და ოლქებში კომენდანტის საათი არ იმოქმედებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ესაბამის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისგან დამოუკიდებლად არ მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)