|
2022-02-23 18:52:49, 682 ნახვა
მსოფლიო
მეთიუ ბრაიზა - სააკაშვილს აღიქვამდნენ იმპულსურ, დაუფიქრებელ, პროვოკაციულ აქტორად, რადგან ის რუსეთის 2008 წლის გეგმებს ააშკარავებდა
„როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ. სააკაშვილს აღიქვამდნენ, როგორც იმპულსურ, დაუფიქრებელ, პროვოკაციულ აქტორს, რადგან ის ააშკარავებდა იმას, თუ რის გაკეთებას ცდილობდა 2008 წელს, რუსეთი“, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარმა, აზერბაიჯანში ამერიკის ყოფილმა ელჩმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა. დიპლომატის თქმით, ევროპამ ეს სერიოზული საფრთხის ფასად უგულებელყო, რასაც ახლანდელი შედეგი მოჰყვა - გვაქვს საშინელი არეულობა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას უქმნის საფრთხეს, არამედ, ევროპის უმეტეს ტერიტორიას ომის საშიშროებას უქმნის. მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართალს ძალიან ბევრი მიმართულებით არღვევს. „როგორი სიტყვების თამაშიც არ უნდა სურდეს რუსეთს, სულ მცირე, NATO-ს ორ დედაქალაქში, ვაშინგტონსა და ბერლინში, ამას არ მიიღებენ, არ დაიჯერებენ. ცალსახა, უტყუარი ფაქტია, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს ძალიან ბევრი მიმართულებით ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებით და უკრაინაში დამატებითი ძალების შეყვანით, მათი გადააადგილებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)