00:24 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 12:06:04, 777 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის ვიცე-კანცლერი არ გამორიცხავს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი მთლიანად შეჩერდეს

რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტი შეიძლება მთლიანად შეჩერდეს. აღნიშულის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა  ტელეარხ ARD-ის ეთერში განაცხადა.

„ეს შეიძლება მოხდეს. დღევანდელი ღონისძიება [„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტის სერტიფიცირების შეჩერება] არ არის ვიწრო და მკაცრი გაგებით სანქცია. ჩვენ კოორდინაციას ვაწარმოებთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან“, - განაცხადა მინისტრმა.

მანამდე, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ, კანცლერის სახელით, გამოითხოვა ფედერალური ქსელის სააგენტოს ანგარიში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის შესახებ, რომლის საფუძველზეც, ფედერალური ქსელის სააგენტომ გაზსადენის სერტიფიცირების შეწყვეტა მოახდინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics