|
2022-02-22 22:49:16, 902 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ჩემი პრეზიდენტობის დროს პუტინი არასდროს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს
„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში პუტინი არასდროს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს, გამორიცხულია!“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ კონფლიქტს. მისივე თქმით, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, პუტინი მხოლოდ კიარ იღებს იმ ყველაფერს, რაც ყოველთვის სურდა, არამედ იგი მდიდრდება კიდეც. „სწორი მიდგომების შემთხვევაში, არანაირი საფუძველი არ არსებობდა უკრაინაში ასეთი მდგომარეობის შესაქმნელად. ძალიან კარგად ვიცნობ ვლადიმირ პუტინს და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის არასდროს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს, გამორიცხულია! ბაიდენის პრეზიდენტობის დროს რუსეთი ძალიან გამდიდრდა, ნავთობის ფასი გაორმაგდა, მალე კი გასამმაგდება და გაოთხმაგდება. ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, პუტინი კი არა მხოლოდ იღებს იმ ყველაფერს, რაც ყოველთვის სურდა, არამედ მდიდრდება კიდეც. ჩემი პრეზიდენტობის დროს ამერიკა ენერგოდამოუკიდებელი იყო, საწვავის ფასები კი დაბალი რჩებოდა. ახლა ჩვენი ქვეყანა სრულ ქაოსშია“, - წერს დონალდ ტრამპი თავის ვებგვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)