00:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 21:34:57, 605 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას იმ რეგიონშიც აღიარებს, რომლებსაც ამჟამად, უკრაინა აკონტროლებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განაცხადებით, რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრებს იმ ფარგლებში აღიარებს, რომლებიც სეპარატისტებს თავიანთ დე-ფაქტო კონსტიტუციაში აქვთ გაწერილი.

ეს აღნიშნული კი, ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობას იმ ნაწილებშიც აღიარებს, რომლებსაც ამჟამად, უკრაინა აკონტროლებს.

„რა საზღვრებში ვაღიარებთ ამ რესპუბლიკებს? ჩვენ ხომ ისინი ვაღიარეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარეთ მათი ყველა ფუნდამენტური დოკუმენტი, მათ შორის კონსტიტუციაც. კონსტიტუციაში კი გაწერილია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრები იმ ფარგლებში, რაც მათ ჰქონდათ უკრაინის ნაწილად ყოფნის დროს. თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა სადაო კითხვა გადაიჭრება კიევის დღევანდელ ხელისუფლებასა და ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics