|
2022-02-22 14:14:52, 563 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას განიხილავს
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მოთხოვნას განიხილავს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომმართა რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, მე უახლოეს დროში განვიხილავ ამ წინადადებას და მივიღებ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას მივიღებ არა მარტო ამ საკითხზე, არამედ იმაზე გამოაცხადოს თუ არა უკრაინამ საომარი მდგომარეობა. უკრაინაში საომარი მდგომარეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შემოღებული, თუ რუსეთიდან ესკალაცია გაგრძელდება“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, უკრაინა არ განიხილავს „ბოევიკების ლიდერების მოთხოვნას“ უკრაინული ჯარების გაყვანის შესახებ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების კონტროლირებადი ტერიტორიებიდან. „ჩვენ არ ვკონტაქტობთ მათთან. ჩვენ არ გვესმის, ვინ არიან ისინი", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული მოთხოვნით რუსეთის დუმამ ვლადიმერ პუტინს 15 თებერვალს მიმართა. „მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)