00:00 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 17:13:11, 673 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს - ხალხთან „თამაში“ უპასუხისმგებლობაა

„ოკუპირებული ტერიტორიების ორივე მხარეს მყოფ საზოგადოებასთან და ხალხთან „თამაში“ უპასუხისმგებლობაა“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკიმ განახცადა. 

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მუდმივად ირღვევა და ადამიანების სიცოცხლე მაღალი საფრთხის ქვეშაა.

„ოკუპირებული ტერიტორიების ორივე მხარეს მყოფ საზოგადოებასთან და ხალხთან „თამაში“ უპასუხისმგებლობაა. დაუბრუნდით მოლაპარაკების მაგიდას. ეს თქვენს ხელშია. ჩვენ მაგიდასთან ვსხედვართ ყოველ წუთსა და საათს. გელოდებით, რათა ერთობლივად ვიზრუნოთ უკრაინაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. თავდასხმები და ძალადობრივი კონფლიქტები, რაც ჩვენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ვიხილეთ, ნამდვილად საგანგაშოა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მუდმივად ირღვევა და ადამიანების სიცოცხლე მაღალი საფრთხის ქვეშაა, რადგან წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდებათ“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics