02:27 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 16:43:51, 852 ნახვა

ეკონომიკა
Reuters - აშშ გეგმავს კავშირების გაწყვეტას რუსულ ბანკებთან, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ გეგმავს რუსულ ბანკებთან კავშირების გაწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ  მოამზადა რუსეთის წინააღმდეგ საქნციების საწყისი პაკეტი, რომელიც მოიცავს აშშ-ს ფინანსური ინსტიტუტების მიერ რუსეთის მთავარი ბანკებისთვის ტრანზაციების დამუშავების აკრძალვას. აღნიშნული ინფორმაცია Reuters-ს სამმა წყარომ მიაწოდა.

ამასთანავე, გამოცემა წერს, რომ ზომები, რომლებიც განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას „კორესპონდენტური“ სანაბკო ურთიერთობების შეწყვეტით რუსულ ბანკებსა და ამერიკულ ბანკებს შორის, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო გადახდების საშუალებას.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საბანკო შეზღუდვები იქნება შესაძლო სანქციების პაკეტის ნაწილი, ადმინისტრაიის გეგმა საკორესპონდენტო საბანკო კავშირების შეწყვეტის შესახებ, რაც საფუძვლად უდევს გლობალური ფულის ნაკადებს, ადრეც იყო ნახსენები.

წყარო ასევე აცხადებს, რომ აშშ გამოიყენებს ყველა თავის მძლავრ სანქიურ ინსტრუმენტს ზოგიერთი რუსი ფიზიკური პირისა და კომპანიის წინაარმდეგ სპეციალურად დანიშნული მოქალაქეების სიაში მოთავსებით, ფაქტობრივად, გამოდევნის მათ აშშ-ს საბანკო სისტემით, აკრძალავ მათ ვაჭრობას ამერიკელებთან და გაყინავს მათ აშშ-ს აქტივებს.

თეთრმა სახლმა და ხაზინის დეპარტამენტმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ამასთანავე, წყაროს ცნობით, პაკეტი შეიძლება შეიცვალოს ბოლო წუთამდე და გაურკვეველია, ვინ იქნება სამიზნე, თუმცა მიაჩნიათ, რომ რუსეთის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის VTB Bank (VTBR.MM), Sberbank (SBER.MM), VEB და Gazprombank, შესაძლო სამიზნეები არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics