|
2022-02-21 10:36:10, 602 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ მსოფლიოში წამყვანი ქლაუდ-სერვისების მომწოდებელი კომპანიის, Kong-ის პარტნიორი გახდა
„თიბისი“ მსოფლიოში წამყვანი ქლაუდ-სერვისების მომწოდებელი კომპანიის, Kong-ის პარტნიორია. ამიერიდან, ამერიკული კომპანია თიბისის API-ეკოსისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩაერთვება და საკუთარ მძლავრ ტექნოლოგიურ რესურსს, ექსპერტულ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას თიბისის მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებისაკენ მიმართავს. Kong-ის პლატფორმის დანერგვა „თიბისის“ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ნაწილია. შეთანხმების საფუძველზე, კომპანია თიბისის API Gateway-პლატფორმას შესთავაზებს - ამასთანავე, ახალ პლატფორმაზე მიგრაციისას, Kong-ი „თიბისის“ საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს და API-ეკოსისტემის გაუმჯობესებისა და თანამშრომლების გადამზადების პროცესში აქტიურად ჩაერთვება. პარტნიორობის შედეგად, "თიბისის" ციფრული სერვისების მიწოდების მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწება, რაც კომპანიის დეველოპერთა და მომხმარებელთა ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. Kong-ის API-მენეჯერ პლატფორმა მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, როგორც თიბისის მიერ კომპანიის მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესათავაზებლად, ასევე ახალი პროდუქტების დასანერგად საჭირო დროის მინიმუმამდე შესამცირებლად. API-მენეჯერი „თიბისის“ გუნდებს შესაძლებლობას მისცემს, პროდუქტები სხვებისგან დამოუკიდებლად, სრულიად დეცენტრალიზებულად მართონ, უფრო ეფექტური და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შექმნან და მათი ყოველდღიურ ცხოვრება კიდევ უფრო გაამარტივონ. Kong-ი საერთაშორისო ტექ. ბაზარზე წამყვანი ამერიკული კომპანიაა. Kong-ი აწარმოებს, როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე მენეჯერულ სერვისებს, რომლებიც ჭკვიანი ავტომატიზაციის გზით, API-ებს და მიკროსერვისებს - ქლაუდს, Kubernetes-სა და დატაცენტრებს უკავშირებენ. Kong-ის სერვისების დაკავშირების პლატფორმა ციფრულ ინოვაციას შესაძლებელს ხდის - ორგანიზაციებს შეუძლიათ API-ების სრული ციკლი და თანამედროვე არქიტექტურებისთვის საჭირო სერვისები საიმედოდ და დაცულად მართონ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)