|
2022-02-20 16:33:26, 1014 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსის თავდაცვის მინისტრი - რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გააგრძელებს
ბელარუსის თავდაცვის მინისტრის, ვიქტორ ხრენინმას განცხადებით, რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს აგრძელებენ, მიზეზად კი, უკრაინაში, დონბასში არსებული მდგომარეობის გამწვავება სახელდება. მისი თქმით, აშკარაა, რომ უკრაინაში ჩატარებული სამხედრო წვრთნები რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ არის მიმართული. „საკავშირო სახელმწიფოს საზღვრებთან სამხედრო აქტივობის ზრდის და დონბასში სიტუაციის გამწვავების ფონზე ბელარუსის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება გაგრძელდეს მოკავშირე სახელმწიფოს რეაგირების ძალების შემოწმება. ჩვენს მეზობელს ქვეყნებს საგანგებოდ, დაუგეგმავი წესით აწვდიან უახლეს იარაღს ამასთანავე პრიორიტეტს ანიჭებენ თანამედროვე თავდასხმით საშუალებებს. მოდერნიზებულია სამხედრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები. გაიზარდა საკავშირო სახელმწიფოს საზღვრებთან ჩატარებული წვრთნების და ოპერაციების რაოდენობა. ასევე აშკარაა, რომ ისინი მიმართულია რუსეთისა და ბელორუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)