|
2022-02-20 13:32:43, 1013 ნახვა
მსოფლიო
ოკუპირებული დონეცკში და ლუგანსკში მცხოვრებმა მილიონამდე ადამიანმა რუსეთის მოქალაქეობა მოითხოვა
თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის მაცხოვრებლების რიცხვი, რომლებმაც განაცხადეს რუსეთის მოქალაქეობაზე, 950 ათასი ადამიანია, - ამის შესახებ სააგენტო TASS როსტოვის ოლქის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატზე ვიქტორ ვოდოლაცკიზე დაყრდნობით იუწყება. თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების მაცხოვრებლებს რუსული პასპორტების მიღება გამარტივებული პროცედურებით 2019 წლიდან შეუძლიათ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ ბინადრობის ნებართვის აღება და რუსეთში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრება, როგორც სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მსურველები. მათზე პასპორტები გაიცემა როსტოვის რეგიონში. უკრაინა არ ცნობს დონბასის მაცხოვრებლებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს და მიიჩნევს, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი ამ ტერიტორიების ანექსიისკენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)