|
2022-02-18 21:50:31, 766 ნახვა
მსოფლიო
კიევის მერი გერმანიას - ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად, თუმცა 5 000 საბრძოლო ჩაფხუტი საკმარისი არ არის
„ნებისმიერმა აგრესორს, ვისაც სურს უკრაინაზე თავდასხმა, უნდა ესმოდეს, რომ მოუწევს მტკივნეული ფასის გადახდა. ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად“, - ამის შესახებ მერმა, ვიტალი კლიჩკომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს მიმართა. მისივე თქმით, თავის დასაცავად და საბრძოლველად უკრაინას დახმარება სჭირდება. „დიდი მადლობა 5 000 საბრძოლო ჩაფხუტისთვის, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის მხოლოდ ამით დაცვა“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ. „ძალიან მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ გერმანიის, აშშ-სა და ყველა მეგობარი სახელმწიფოს დახმარება უკრაინის მიმართ, თუმცა ჩვენ გვჭირდება თავდაცვის იარაღი. დიდი მადლობა გერმანიას წლების მანძილზე უკრაინაში მილიარდობით ევროს ინვესტიციისთვის, რათა მომხდარიყო ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეფორმების გატარება. მაგრამ მოცემულ კრიტიკულ ვითარებაში, ჩვენ პირისპირ ვდგავართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი შეიარღებული ძალებთან და ნებისმიერმა აგრესორს, ვისაც სურს უკრაინაზე თავდასხმა, უნდა ესმოდეს, რომ მოუწევს მტკივნეული ფასის გადახდა. ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ქალაქები, ოჯახები და მოქალაქეები. ამისთვის, ჩვენ გვჭირდება დახმარება. დიდი მადლობა 5 000 საბრძოლო ჩაფხუტისთვის, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის მხოლოდ ამით დაცვა“, - აღნიშნა კიევის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)