|
2022-02-18 20:06:28, 831 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი - რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს პუტინმა, პასუხის გასაცემად მზად ვიქნებით
„იქამდე, სანამ ასეთ სოლიდარობას შევინარჩუნებთ, რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს პრეზიდენტმა პუტინმა, ნებისმიერ ვითარებაში მზად ვიქნებით პასუხის გასაცემად“, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დასავლეთს ახსოვდეს წარსული, 2008 და 2014 წელი. „იქამდე, სანამ ასეთ სოლიდარობას შევინარჩუნებთ, რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს პრეზიდენტმა პუტინმა, ნებისმიერ ვითარებაში მზად ვიქნებით პასუხის გასაცემად. ჩვენ სრულად მზად ვართ დიპლომატიისთვის, თუმცა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს წარსული. შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ 2014 წელი და ასევე 2008 წელი საქართველოში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ფაქტები და ფაქტები ასეთია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ბოლო დღეებში შეიარაღებული ძალების უკან დახევასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადებები, საპირისპიროდ, ვხედავთ, როგორ მიემართებიან დამატებითი ძალები უკრაინის საზღვრებისკენ. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, სიძლიერის ყველაზე ძლიერი წყარო რაც გვაქვს, არის სოლიდარობა, რაზეც ანალენამ ისაუბრა. ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი გაოცებული დარჩა ასეთი სოლიდარობით, ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობით“, - აღნიშნულთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)