|
2022-02-18 17:10:15, 936 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები სამ ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, სამი ქვეყანა გააძლიერებს ერთობლივ მუშაობას სტაბილურობის დასაცავად და უკრაინაში მდგრადობის გასაძლიერებლად, აღმოსავლეთ ევროპის საზღვარზე დემოკრატიის გასაძლიერებლად. ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამი ქვეყანა ერთად იმუშავებს თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რაც მათივე თქმით, მოიცავს, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მხარდაჭერის კოორდინაციას, თანამშრომლობის გაფართოებას კიბერუსაფრთხოების, ენერგოუსაფრთხოების საკითხებში და დეზინფორმაციის წინააღმდეგ, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებას. „გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, უკრაინის გვერდით დგომას, რუსული აგრესიის ფონზე და სრულად მზად არიან, დაუდგნენ უკრაინელ ერს მის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)