|
2022-02-18 12:08:11, 1177 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალები - გუშინ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვია, დაშავებულია 2 უკრაინელი სამხედრო
გასული დღის განმავლობაში, 17 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 60-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღმოსავლეთ უკრაინაში, გაერთიანებული ძალების ოპერაციის (JFO) რაიონში, მათ შორის 43 შემთხვევაში მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა, მეორე კი დაშავდა. ასევე, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. „მოწინააღმდეგის მოქმედების შედეგად გაერთიანებული ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, მეორე კი - დაშავდა. სამხედროები სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დაშავებულის კი - დამაკმაყოფილებელი. რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. გუშინ ასევე მტრის დაბომბვამ დააზიანა საბავშვო ბაღის შენობა, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენი და გაანადგურა ორი კერძო სახლი სტანიცა ლუგანსკაში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამმა თანამშრომელმა თავის ტვინის შერყევა მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)