03:10 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 15:11:08, 923 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ შამუგია - ჩვენი სამინისტროს უწყებებში ათასობით სოციალურად დაუცველი ადამიანის დასაქმებას შევძლებთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მინისტრის რანგში, სამინისტროს დეპარტამენტების და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა უახლოეს სამუშაო გეგმებზე ისაუბრა. ოთარ შამუგიამ ყურადღება სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების პროგრამაზე გაამახვილა.

„პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხებზე. პროგრამის ფარგლებში, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდება, ჩვენი უწყება მზად არის, რამდენიმე ათასი ადამიანი ჩართოს საზოგადოებრივ საქმიანობაში, შესთავაზოს მას კონკრეტული სამუშაო ადგილები, რაც მათ საშუალებას მისცემს, აქტიურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს და აგრარული მიმართულებით საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს.
„ჩვენთვის პრიორიტეტია სამელიორაციო  ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ მიმართულებით  ძალიან მალე გვექნება მასშტაბური სამუშაოების წარმოების კონკრეტული გეგმა, რასაც წარვუდგენთ სამუშაო ჯგუფს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა მზად არის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებისთვის. ჩვენ კოორდინაციაში ვართ ფერმერებთან და მაქსიმალურად  დავუჭერთ მხარს შესაბამისი საგაზაფხულო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებაში“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის დავალებით, სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები უახლოეს ხანში წარმოადგენენ ინიციატივებს და ხედვებს,  რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ეფექტიან მუშაობას და მიზნობრივი სეგმენტის საჭიროებების დაკმაყოფილებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics