|
2022-02-15 12:37:02, 2238 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ყველა კომპონენტი მიუთითებს, რომ ჩვენ გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველა კომპონენტი მიუთითებს, რომ საქართველოში გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს. როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, თანდათან შემთხვევათა რაოდენობამ უნდა დაიკლოს, თუმცა შესაძლოა, ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში გახანგრძლივდეს. „დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ, მაგრამ მაინც იკლებს. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გადავდივართ ომიკრონის ტალღის პიკს. ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში თანდათან შემთხვევების კლების რაოდენობა უნდა გვქონოდეს, თუმცა ეს შესაძლებელია გახანგრძილვდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე მიზეზის გამო. საერთაშორისო გამოცდილება გვებუნება პრეპიკურ მაჩვენებლებზე - თვითონ ის ქვეყნებბი, რომლებმაც გადაიარეს პიკი სამხრეთ აფრიკა, ბრიტანეთი და სკანდინავიის რამდენიმე ქვეყანა, ჯერჯერობით მაინც ვერ ჩამოდიან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)