|
2022-02-12 15:34:32, 1337 ნახვა
სამხედრო
საჩხერეში სამთო მომზადების ზამთრის კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის (PfP) ფარგლებში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა. ქართველ და უცხოელ სამხედროებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცეს. ღონისძიებას პოლონეთისა და უკრაინის თავდაცვის ატაშეები – პოლკოვნიკი ადამ აუდჟიეჟი, მაიორი სერჰიი კრავჩუკი და ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი საქართველში, პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ დაესწრნენ. ზამთრის შუალედურ სამთო კურსში ცხრა სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის სამი პოლონელი, ორი უკრაინელი და ოთხი ქართველი. კურსი ერთი თვის განმავლობაში ორ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. პირველი კვირა სამხედროებმა ახალქალაქში, აბულის სამთო სასროლეთზე გაატარეს, სადაც მათ ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე და ზემოთ, ცივ კლიმატურ პირობებში სროლის წესები შეისწავლეს და სროლის შესაბამისი გამოცდაც ჩააბარეს, ხოლო მეორე ეტაპი გუდაურში ჩატარდა, სადაც სამხედროები ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას, გაუკვალავ თოვლში სრიალს, დაშავებულის ძებნა-გადარჩენა-ევაკუაციას, დაბრკოლებათა ზოლების მოწყობასა და გადალახვას მთიან რელიეფზე, ასევე მაღალ მთაში უსწორმასწორო რელიეფზე თხილამურებით გადაადგილების წესებს დაეუფლნენ. მათ თოვლიან რელიეფზე მარშირება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა (ე.წ. იგლუ) და მასში ღამის გათენებაც მოუწიათ. კურსის ბოლო კვირას სამხედროებმა ყველა შესწავლილ მიმართულებაში შესაბამისი პრაქტიკული ტესტი ჩააბარეს, რის მიხედვითაც მათ საბოლოო კვალიფიკაცია მიიღეს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს რეკომენდაცია გაეწიათ, მონაწილეობა მიიღონ ზაფხულის მაღალი მთის კურსში. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)