|
2022-02-11 13:41:50, 845 ნახვა
ეკონომიკა
გრძელვადიანი ბიზნეს სესხი „თიბისისგან“ მზის პანელებზე
თანამედროვე მსოფლიოში ენერგიის ალტერნატიულ, ეკომეგობრულ წყაროებზე გადასვლა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ფუნქციონირებისთვის დიდი ოდენობით ელექტროენერგია ესაჭიროებათ. მზის პანელების ხელმისაწვდომობისა და ბიზნესების ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობისთვის თიბისი კომპანიებს გრძელვადიან სესხს სთავაზობს. მზის ენერგიას დიდი ხანია წარმატებით იყენებს ბიზნესების ნაწილი, თუმცა ბევრს მისი შესაძლებლობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს. მზისგან მიღებული ენერგია განახლებადია და მუდმივი, ეკოლოგიური თვალსაზრისით მზის პანელების გამოყენება გონივრული გადაწყვეტილებაა და რაც მთავარია, შესაძლებელია ფინანსური სარგებლის მიღება. მზის პანელები ელექტროენეგიის ხარჯს 75%-ით ამცირებს. „თიბისი“ მომხმარებლებს გრძელვადიან ბიზნეს სესხს სთავაზობს მზის პანელების შეძენის მიზნობრიობით. კომპანია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოხმარებლებისთვის არაერთ ბენეფიტს აწესებს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პროექტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს:
განხორციელებული ინვესტიცია გულისხმობს ელექტროენერგიაში დაზოგილი დანახარჯის მიმართვას სესხის ყოველთვიურ გადასახადში, ხოლო საშუალოდ 7-8 წლის შემდეგ უფასო ელექტროენერგიის გამომუშავებას. პროექტი კი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ისეთი ბიზნესებისთვის, როგორებიცაა საწარმოები, სასტუმროები, სამედიცინო დაწესებულებები, სათბურები, სამაცივრე მეურნეობები და სხვა.
პროექტში თიბისისთან ერთად ჩართულია ქართული კომპანია Geo-Energy, რომელიც უზრუნველყოფს მზის ენერგოსადგურების პროექტირება-დიზაინს, მშენებლობა-მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას. იგი Seraphim-ის ექსკლუზიური დილერია საქართველოში. Seraphim-ი კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის TIER 1 მზის პანელების მწარმოებელი კომპანიაა. კომპანია ახორციელებს მზის სადგურის მონიტორინგს პირველი წლის განმავლობაში და გაძლევთ გამომუშავებული სიმძლავრის გარანტიას (ე.წ. Performance Guarantee) 12 თვის განმავლობაში — იმ შემთხვევაში თუ პირველი 12 თვის განმავლობაში მზის მიკრო ელექტროსადგურმა ვერ გამოიმუშავა წინასწარ დათვლილი ელექტროენერგია, მაშინ კომპანია საკუთარი სახსრებით ზრდის სიმძლავრეს და უზრუნველყოფს მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევას. თავად მზის პანელებზე ვრცელდება 15 წლიანი ქარხნული გარანტია. რაც მთავარია, კომპანია, აპლიკაციის საშუალებით, გამომუშავებული ელექტროენერგიის 24-საათიანი კონტროლის შესაძლებლობასაც გაძლევთ. „თიბისი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას “მწვანე“ ინვესტიციის განხორციელებაში და მხარს დაუჭერს კომპანიებს, გახადონ საკუთარი საქმიანობა ეკომეგობრული.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)