|
2022-02-11 11:15:04, 829 ნახვა
მსოფლიო
Reuters - მაკრონს პუტინთან შეხვედრისას დისტანცია COVID-19-ის ტესტზე უარის გამო მოუწია
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე COVID-19-ის რუსულ ტესტის გაკეთებაზე უარი თქვა და ამის გამო, კრემლში მოითხოვეს, რომ პრეზიდენტებს შორის დისტანცია სტანდარტულზე ბევრად მეტი ყოფილიყო. - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს საფრანგეთის პრეზიდენტის გარემოცვის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით. კრემლში შეხვედრის ამსახველ ფოტოზე ჩანს, რომ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთისგან 4-მეტრიანი დისტანციით მაგიდის სხვადასხვა თავში სხედან. "ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ეს ნიშნავდა ხელის ჩამორთმევაზე უარსა და გრძელ მაგიდასთან მოლაპარაკების წარმართვას. თუმცა ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის დნმ მათ ხელში აღმოჩენილიყო". - ამბობს Reuters-ის ერთ-ერთი წყარო. მეორე წყარომ დაადასტურა, რომ მაკრონმა უარი თქვა რუსული PCR ტესტის ჩატარებაზე. წყაროს თქმით, მაკრონმა ფრანგული PCR ტესტი გამგზავრებამდე ჩაიტარა და რუსეთში ექიმმა დამატებით გაუკეთა ანტიგენის ტესტი. უკრაინის კრიზისის განსახილველად, პრეზიდენტი მაკრონი პრეზიდენტ პუტინს 7 თებერვალს შეხვდა. მაკრონისა და პუტინის სოციალურად დისტანციური შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ, რუსეთის ლიდერმა ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი მიიღო. პრეზიდენტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მოლაპარაკებისას ახლოს ისხდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)