22:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-11 09:25:37, 992 ნახვა

მსოფლიო
ვენდი შერმანი - თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ტომრებში მოთავსებულ გვამებს მიიღებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მოსკოვი ტომრებში მოთავსებულ გვამებს მიიღებს.

გარდა ამისა, ვენდი შერმანმა გაიმეორა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყება, რუსეთს სერიოზული ეკონომიკური სანქციები დაუწესდება.

„თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში ცუდი შედეგი დადგება არამხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მსოფლიო საზოგადოებისთვის, რადგან ვლადიმერ პუტინი იტყვის, რომ ნებისმიერ ავტოკრატს შეუძლია ასეთი ქმედების განხორციელება. ეს ძირს უთხრის საერთაშორისო პრინციპებს, რომლებსაც რუსეთმა მოაწერა ხელი, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, რომ ქვეყნებმა უნდა აირჩიონ საკუთარი პოლიტიკური ალიანსები და საკუთარი საგარეო პოლიტიკა. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკა სრულად განადგურდება. ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ომის შემთხვევაში, მოსკოვში ტომრებში მოთავსებულ გვამებს მიიღებს“, - განაცხადა შერმანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics