10:13 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 20:44:27, 2295 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - წესით, მომდევნო კვირიდან ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებას დაიწყებს

„საერთაშორისო პროგნოზირებით თითქოს გადავლილია ეს პიკი, მაგრამ ახლა პიკში ვართ. იქითა კვირიდან უნდა ველოდოთ, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებას დაიწყებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში სავარაუდოდ, შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით იმავე ფარგლებში შენარჩუნდება, პლუს/მინუს 10%, თუმცა ამის ზუსტად პროგნოზირება მედიცინაში შეუძლებელია.

„ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ და ძალიან გვინდა, რომ სწრაფად გადავიაროთ ეს პიკი, სხვადასხვა საერთაშორისო პროგნოზირებით თითქოს გადავლილია ეს პიკი, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ამაში იმ რიცხვებით, რაც არის ყოველდღიურად. ამ კვირის განმავლობაში ალბათ შემთხვევათა რაოდენობა იმერყევებს, დაახლოებით იმავე ფარგლებში, პლუს/მინუს 10% და დიდი ალბათობით, უკვე იქითა კვირიდან უნდა ველოდოთ, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებას დაიწყებს, თუმცა, მოგეხსენებათ, პროგნოზირება მედიცინაში უმადურია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ „კურიერთან“ საუბარში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics