22:37 - 28 May, 2026
|
2022-02-10 17:12:48, 712 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი ტრასთან შეხვედრაზე - იმედგაცრუებული ვარ, გამოგვდის მუნჯის საუბარი ყრუსთან, თითქოს ვუსმენთ, მაგრამ არ გვესმის
იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ მაგრამ არ გვესმის, - ასე შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანელ კოლეგასთან, ლიზ ტრასთან შეხვედრა. ლიზ ტრასმა კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს გაფრთხილებით მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს. "უკრაინასთან ომი, როგორც რუსეთისთვის ასევე, უკრაინისთვის და ევროპული უსაფრთხოებისთვის კატასტროფული იქნება. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელშეკრულებისამებრ, პატივი უნდა სცეს". - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)