|
2022-02-07 19:42:23, 668 ნახვა
მსოფლიო
რუს ოფიცერთა ასამბლეა - მოვითხოვთ, პუტინმა უარი თქვას ომის პროვოცირების კრიმინალურ პოლიტიკაზე და დატოვოს თანამდებობა
„რუსეთის პრეზიდენტისგან, ჩვენ რუსეთის ოფიცრები, მოვითხოვთ ქვეყანამ უარი თქვას ომის პროვოცირების კრიმინალურ პოლიტიკაზე და დატოვოს თანამდებობა“, - ამის შესახებ განცხადებას რუს ოფიცერთა ანსამბლეა ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება,საფრთხის ქვეშ დააყენებს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას. ოფიცრების თქმით, რუსეთი საბოლოოდ, ამ ბრძოლაში, დასავლეთის გაერთიანებული ძალების წინაშე მარტოდმარტო აღმოჩნდება. „უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, პირველ რიგში – საფრთხის ქვეშ დააყენებს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას. ომი რუსეთსა და უკრაინას სამუდამო მტრებად აქცევს. როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს დაიღუპება ათობით ათასი ახალგაზრდა, ჯანმრთელი ბავშვი... რუსეთის პრეზიდენტისგან, ჩვენ რუსეთის ოფიცრები, მოვითხოვთ ქვეყანამ უარი თქვას ომის პროვოცირების კრიმინალურ პოლიტიკაზე, რომელშიც რუსეთი მარტოდმარტო აღმოჩნდება დასავლეთის გაერთიანებული ძალების წინაშე და შექმნას პირობები რუსეთის კონსტიტუციის მესამე მუხლის გამოსაყენებლად - დატოვოს თანამდებობა“, - წერს ანსამბლეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)