|
2022-02-05 11:45:06, 881 ნახვა
მსოფლიო
ფსაკი - რუსეთმა აშშ-ს საქართველოში ლაბორატორიის მართვა დააბრალა, ახლა ის ცდილობს სიცრუე უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს
რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვამ ყალბი განცხადება გაავრცელა, რომ აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიას მართავდა. - ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას რუსეთის მხირდან უკრაინაში შეჭრის საბაბად შესაძლო ყალბი ვიდეოს გამოიყენებაზე საუბრუსას განაცხადა. ჯენ ფსაკის თქმით, რუსეთის მიერ ადრე ჩადენილი ქმედებები იმის მაჩვენებელია, თუ როგორია მისი ტაქტიკა. "რამდენიმე წლის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის წარმოების ფარულ მართვაში დაადანაშაუალა, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის დეესტაბილიზაციას". - თქვა თეთრი სახლის პრესპიკერმა. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა რამდენიმე მოკავშირემ მოიპოვა სანდო ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს ყალბი საბაბის გამოყენებას უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. "შეგროვდა სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. ეს მტკიცებულებები ასახავს როგორც საჯარო გამოსვლებს, ისე რუსეთის ქმედებათა ანალიზს წარსულ კონფლიქტებში". - აღნიშნა პრესპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)