|
2022-02-05 11:11:59, 563 ნახვა
მსოფლიო
ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა, შარლ მიშელმა და ემანუელ მაკრონმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვიდეოკონფერენცია გამართეს. ვიდეოკონფერენციის შესახებ ინფორმაციას სომხური და აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „ევროკავშირი და საფრანგეთი მზად არიან იმუშაონ პარტნიორებთან, მათ შორის ეუთოსთან, წარმატებული უსაფრთხო და სტაბილური სამხრეთ კავკასიის ასაშენებლად“, - ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრეს, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე, ნდობის გამყარებაზე, კომუნიკაციების გახსნაზე, საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. მედიის ცნობით, საუბრის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდასა, ასევე გათავისუფლებული ტერიტორიების განაღმვის, რკინიგზისა და საავტომობილო დერეფნების გახსნის საკითხებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)