22:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 10:21:22, 682 ნახვა

მსოფლიო
ჯენ ფსაკი - რუსეთის პრეზიდენტის წრიდან იმ ადამიანების სია მოვამზადეთ, რომელთაც სანქციები ემუქრებათ

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წრიდან  სია მოამზადა,  რომელთა წინააღმდეგაც შესაძლოა დაწესდეს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში.

პრესმდივნის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, თავის მოკავშირეებთან ერთად, შეიმუშავა სანქციების პაკეტები რუსული ელიტებისა და მათი ოჯახებისთვის.

"ადამიანები, რომლებიც ჩვენ დავადგინეთ, არიან კრემლის ახლო წრიდან ან მისი გარემოცვიდან და ასრულებენ საკუთარ როლს მთავრობის გადაწყვეტილების მიღებაში ან მონაწილეობენ კრემლის დესტრუქციულ ქმედებაში.

ამ ადამიანებიდან  ბევრი მათგანი განსაკუთრებით მოწყვლადია დასავლეთთან მათი ღრმა ფინანსური კავშირების გამო. შესაბამისად, დასავლურ ფინანსურ სისტემებთან დაკავშირებული სანქციები მათ დააზარალებს.
,დავამატებ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ძალისხმევის ნაწილია, რათა რუსეთზე დარტყმა ყველა მხრიდან მოხდეს“, - განაცხადა ფსაკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics