21:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-28 11:39:56, 693 ნახვა

მსოფლიო
გაერთიანებული ძალების შტაბი - რუსეთის ჯარი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯარი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა. 

როგორც შტაბის მიერ გავრცელებულ " target="_blank">ინფორმაციაშია აღნიშნული, 27 იანვარს, რუსეთის ჯარების მიერ ორი სამართალდარღვევა დაფიქსირდა.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სამმხრივი კონტაქტების ჯგუფის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების იგნორირებას. 27 იანვარს, რუსეთის ჯარების მიერ ორი სამართალდარღვევა დაფიქსირდა. ლუგანსკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მექანიკური ბრიგადის თავდაცვის წინა ზღვართან ახლოს, დივერსიულ-სადაზვერვო მცდელობა გამოვლინდა“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთანავე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გაერთიანებული ძალების ჯარისკაცებს შორის მტრის ქმედებების მიუხედავად, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

„მიმდინღე დღის 7 საათის მდგომარეობით, რუსეთის სამედროების მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევები არ დაფიქსირებულა. გაერთიანებული ძალები აკონტროლებენ სიტუაციას და აგრძელებენ დავალებების შესრულებას რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესაკავებლად და შესაფერისი დავალებების შესრულებას“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics