|
2022-01-26 23:51:26, 869 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ რუსეთს ყველა მოთხოვნაზე წერილობითი უარი უთხრა
აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გასცა. დოკუმენტი რუსეთში აშშ-ის ელჩმაჯონ სალივანმა რუსულ მხარეს პირადად გადასცა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ჟურნალისტების წინაშე ბლინკენის გამოსვლამდე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც დარწმუნებულია, რომ პუტინი თებერვლის შუა რიცხვებამდე გეგმავს უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ბლინკენის თქმით, მოსკოვისთვის გაგზავნილ წერილში ხაზგასმულია, რომ კიევს თავად შეუძლია საკუთარი მოკავშირეების არჩევა. ამით მან უკუაგდო რუსეთის მოთხოვნა, რომ ნატომ არასოდეს მიიღოს თავის რიგებში უკრაინა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. ამავე დროს ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილი არ გამოქვეყნდება, „ვინაიდან, ჩვენი აზრით, დიპლომატიას წარმატების საუკეთესო შანსი აქვს.“ „დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, მოიცავს შეერთებული შტატების, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას, პრინციპულ და პრაგმატულ შეფასებას რუსეთის მიერ წამოყენებული საკითხების შესახებ და ჩვენს წინადადებებს იმ სფეროებისთვის, სადაც ჩვენ შეგვიძლია, გამოვნახოთ საერთო ენა“, – განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენმა წერილობითი ფორმით წარდგენილი პასუხის დეტალებზე განმარტებების გაკეთებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის პასუხი ადასტურებს იმას, რაც ვაშინგტონმა და ნატო-მ საჯაროდ განაცხადეს, კერძოდ, „შეინარჩუნონ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა“ და უარი თქვან მოსკოვის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც, ნატო-მ არასდროს უნდა მიიღოს წევრად უკრაინა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. „ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არსებობს ძირითადი პრინციპები, რომლის მხარდაჭერისთვის და დასაცავად მზად ვართ, მათ შორისაა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნების უფლება, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები“, – აღნიშნავს ბლინკენი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)