|
2022-01-26 14:51:34, 834 ნახვა
ეკონომიკა
ბოლო ორ წელში აჭარას 100-მდე ტურისტული ობიექტი შეემატა
2020-2021 წლებში, აჭარაში 100-მდე ტურისტული ობიექტი გაიხსნა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პანდემიის მიუხედავად რეგიონს სასტუმროები, კაფე-რესტორნები, კოტეჯები და გლემფინგები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაემატა. ტურისტული ობიექტების 60% მთიან აჭარაში ამოქმედდა, 40% კი ბათუმსა და ქ. ქობულეთში. „ეკოჰაუს მერისი“, „ჰილლ ინნ“, “სანლენდი“, „გლემფინგ თაგო“, „ვუდჰაიდი“, „ვუდფექერი“ „სანლენდი“ იმ ობიექტებს შორისაა, სადაც ტურისტებს აჭარის ულამაზეს ბუნებაში გლამურული კემპინგის საშუალება აქვთ. გარდა კოტეჯებისა რეგიონს ასევე შეემატა ისეთი მაღალი კლასის სასტუმროები, როგორებიცაა „ლიც რეზორტი“ „გონიო როშე“, „ამბასადორ გოდერძი“, „პანორამა კვარიათი“ და ტურისტული კომპლექსი „შატო კვირიკე“. "მთიან აჭარას ახალ ტურისტულ ობიექტებთან ერთად ახალი ტურისტული პროდუქტები და მიმართულებებიც დაემატა. კანიონინგი სოფელ უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა ჯვარიმინდორზე, კაპნისთავის, ჩირუხისა და ღორჯომის ტურისტული მარშრუტები იმ ახალ მიმართულებებს შორისაა, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 2020-2021 წლებში შექმნა. სააგენტო მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროექტების განხორციელების მიმართულებით მუშაობას მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს. წელს, დაიწყება ხიხანზე ასასვლელი ბილიკისა და ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა." - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)