|
2022-01-21 10:20:07, 767 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი - რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია
რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოს 300 000-მდე მოქალაქე კვლავ დევნილია და საკუთარი საცხოვრებელი სახლი იძულებით აქვს დატოვებული, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბერლინში ვიზიტისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "1990 და 1991 წელს ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ერთ-ერთი მათგანი არის საქართველო. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში. 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია. თუ რუსეთი შეიჭრება და მოახდენს უკრაინის ოკუპირებას, რა იქნება შემდეგი? რა თქმა უნდა, გაძლიერდება რუსეთის ძალისხმევა, რომ მეზობელი ქვეყნები მარიონეტულ სახელმწიფოებად გადააქციოს, გააკონტროლოს მათი საქმიანობა, ჩაახშოს დემოკრატიული გამოხატვის ნებისმიერი ნაპერწკალი", - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, პრობლემას რუსეთის პოლიტიკა წარმოადგენს. "რუსეთი ამბობს, რომ ნატო არის პრობლემა. ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა", - განაცხადა ბლინკენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)