21:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-20 13:09:35, 1218 ნახვა

მსოფლიო
„ტიკ ტოკის“ მომხმარებლები წერენ, რომ რუსეთის აღმოსავლეთიდან უკრაინის საზღვრებთან სამხედროები გადაიყვანეს

სოციალურ ქსელ „ტიკტოკის“ მომხმარებლები საუბრობენ, რომ რუსეთის აღმოსავლეთიდან უკრაინის საზღვრებთან სამხედროები გადაიყვანეს.

„ტიკ ტოკზე“ სამხედრო ტექნიკის გადაცემის ვიდეოს ქვეშ, ათასობით კომენტარი გამოჩნდა, სადაც ადასტურებენ, რომ სამხედროები აღმოსავლეთის ოლქიდან უკრაინის საზღვრებში გაგზავნეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია Conflict Intelligence Team-ისა და Radio Liberty-ს ერთობლივ პუბლიკაციაში.

წინა პუბლიკაციებში ჯარების გადაცემის შესახებ, CIT-ის ექსპერტებმა არ აღნიშნეს პერსონალის მასობრივი გადაყვანა. სამხედრო ეშელონებში სამგზავრო მანქანების რაოდენობა დაახლოებით შეესაბამებოდა იმ სამხედრო მანქანათა რაოდენობას, რომლებიც საჭირო იყო ტრანსპორტირებული აღჭურვილობის მომსახურებისთვის.

ბოლო კვირის განმავლობაში, „ტიკტოკზე“ რამდენიმე ახალმა ვიდეომ მოიპოვა პოპულარობა, მათ შორისაა, ხაბაროვსკში და ებრაულ ავტონომიურ რეგიონში მატარებლის გავლის დროს გადაღებული ვიდეოები.

როგორც CIT და „რადიო თავისუფლება“ პუბლიკაციაში აღნიშნავენ, „თითქმის ყოველ წამს“ მომხმარებლები წერენ, რომ მათი ნათესავები ან ნაცნობები გაგზავნეს „მივლინებაში“ ან „ვარჯიშზე“ ბელორუსში, უკრაინაში ან უკრაინის საზღვარზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics