05:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-18 09:59:23, 4246 ნახვა

ომი უკრაინაში
ენტონი ფაუჩი - ზედმეტად ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ პანდემიის საბოლოო ტალღა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ჯერ ზედმეტად ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პანდემიის საბოლოო ტალღა.

„ვიმედოვნებ, რომ ეს ასეა. თუმცა ეს ასე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ მივიღებთ კიდევ ერთ ვარიანტს, რომელიც წინა ვარიანტის იმუნურ პასუხს თავს აარიდებს“, – აღნიშნა ფაუჩიმ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტი იქნება, ეს ვირუსის საბოლოო დამარცხებას არ ნიშნავს. დიდი ალბათობით, ის დარჩება საზოგადოებაში ენდემურ დონეზე.

„კონტროლი ნიშნავს, რომ ის კვლავ რჩება, თუმცა რჩება ისეთ დონეზე, რაც არ აფერხებს საზოგადოებას. ამ დაავადების სრულად აღმოფხვრა ვერ მოხდება. თუმცა ვიმედოვნებ, რომ ის იქნება იმდენად დაბალ დონეზე, რომ არ დაარღვევს ნორმალურ სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებს“, – განაცხადა ფაუჩიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics