21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-15 14:08:10, 1341 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე, სამმხრივ მოლაპარაკებებზე იწვევს. ინფორმაციას „ეურონიუსი“ ავრცელებს.

„ჩვენ კვლავ ველოდებით პასუხს რუსული მხარისგან, მაგრამ ჩვენი ამერიკელი პარნიორები მიესალმნენ ჩვენს წინადადებას, გარკვეული ინტერესით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კიევმა აშშ–სა და რუსეთს შეხვედრის ვირტუალურად ჩატარება შესთავაზა.

„ვფიქრობ, ეს არის პროაქტიული პოზიცია, რომელიც უკრაინას ჩართავს მოლაპარაკებებში. თუ საუბარია ევროპაში უსაფრთხოებაზე, მნიშვნელოვანია უკრაინის ჩართვა“, – დასძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ კვირის დასაწყისში, ვაშინგტონისა და მოსკოვის ოფიციალური პირები შვეიცარიაში, ჟენევაში შეიკრიბდნენ, რათა განეხილათ უსაფრთხოება, რასაც მოჰყვა მოლაპარაკებები რუსეთსა და ნატო–ს შორის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics