|
2022-01-14 17:01:29, 5739 ნახვა
ომი უკრაინაში
კვლევა - სავარაუდოდ, „ომიკრონით“ ინფიცირებისას გარდაცვალების შანსი 91%-ით ნაკლებია, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში
კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში, სავარაუდოდ, 91%-ით ნაკლებია იმის შანსი, რომ პაციენტი ვირუსმა იმსხვერპლოს. აღნიშნულის შესახებ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა იტყობინება. კვლევის მიხედვით, ჩნდება მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ ვირუსის ამ ვარიანტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავების რისკი დაბალი აქვს. კვლევაში მონაწილეობა 70 000-ზე მეტმა „ომიკრონით“ ინფიცირებულმა ადამიანმა მიიღო, შედეგად კი, დადგინდა, რომ „დელტა“ შტამით ინფიცირებულთაგან განსხვავებით, მათი ჰოსპიტალიზების საჭიროების შანსი, განახევრებულია და კლინიკებში მკურნალობის საშუალო დრო 5 დღიდან, დღენახევრამდე შემცირდა. კვლევაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთათვის 75%-ით შემცირებულია რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრის საჭიროება. თავისი არსით, პოზიტიურია ის ფაქტიც, რომ „ომიკრონით“ ინიფცირებული 52 297 ადამიანიდან მხოლოდ ერთი დაიღუპა, რაც შტამებს შორის შედარებისას, სიკვდილიანობის 91%-ით შემცირებას გულისხმობს. ეს მაჩვენებელი „დელტას“ შემთხვევაში, 16 982 პაციენტიდან, 14 იყო. მიუხედავად ყველაფრისა, იმის გარდა, რომ „ომიკრონს“ გავრცელების მაღალი სისწრაფე ახასიათებს, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ვაქცინირებული ან კოვიდგადატანილი ადამიანების ინფიცირების შანსი, ამავე შტამის შემთხვევაში, გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით, აღნიშნული ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ მსგავსი მაჩვენებელი კმაყოფილების საფუძველი არ უნდა გახდეს. იმის გამო, რომ „ომიკრონი“ უკიდურესად გადამდებია, ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვის შესაძლებლობა, შესაბამისად უფრო მეტად მაღალია.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)