|
2022-01-12 10:59:46, 5255 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 5 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი
topcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 109 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 115 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 994 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 596 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 973 909-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.51% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.79%. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 311 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა, აჭარა - 638, იმერეთი - 563, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 270, გურია - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი -184, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 205 საიდანაც: 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 853, აჭარაში - 609, იმერეთში - 803. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 045 პირი, მათ შორის, თბილისში - 487, აჭარაში - 123, იმერეთში - 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 42, იმერეთში - 22. 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 261 - თბილისში, 466- აჭარაში. 33 829 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 83 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 80, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 234 ადამიანი.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)