21:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-11 19:27:00, 1628 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატორები ბაიდენს - რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე, ამას ნატო გადაწყვეტს

აშშ-ის 9 სენატორმა ქვეყნის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, წერილით მიმართეს, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ რუსული აგრესიის პირისპირ მხარდაჭერას გამოხატავენ.
მათი განცხადებით, რუსეთს ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე ვეტოს გამოცხადების უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, შეასრულონ ნატო-ს წევრობის ვალდებულებები ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.
წერილში აღნიშნულია ისიც, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია უკრაინის გარეშე არ შედეგება. იგივე პრინციპიც უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც.

„რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე, ამას მხოლოდ ნატო-ს წევრები გადაწყვეტენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედეგება უკრაინის გარეშე. ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, შეასრულონ ნატო-ს წევრობის ვალდებულებები და, რომელთა წევრობასაც წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics