|
2022-01-11 15:33:30, 1281 ნახვა
მსოფლიო
CNN-ის ცნობით, აშშ-მა უკრაინის დასახმარებლად 200 მილიონი „საიდუმლოდ“ დაამტკიცა
თეთრი სახლის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ, უკრაინისთვის 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება „საიდუმლოდ“ გამოყო. როგორც CNN News იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის საბროძოლო მასალის, სამედიცინო აღჭურვილობისა და რადიოლოკაციური დაზვერვის საშუალებების მწოდებას აპირებს. უცხოური გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილება, 2021 წლის დეკემბერში, ჟენევაში რუსეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კონგრესისგან დამოუკიდებლად მიიღო. ხაზგასასმელია, რომ ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანომ, ამბის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იანვარში მიიღო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯო ბაიდენმა გასულ დეკემბერს, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან, ქვეყანა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გაწევას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)