21:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-07 12:33:06, 513 ნახვა

მსოფლიო
რუსული მედიის ცნობით, ყაზახეთში, ალმათის ოლქში სროლის ხმა ისმის

ყაზახეთში, ალმათის ოლქის ცენტრალურ მოედანზე სროლის ხმა ისმის, – ამის შესახებ რუსული მედიასაშუალების, „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

ამასთანავე, რუსული მედია წერს, რომ თალდიყორღანის ცენტრში კვლავ იწვის შენობების ნაწილი, ერთ–ერთ გარეუბანშ კი, მიმდინარეობს დაპირისპირება.

ცნობისთვის, ყაზახეთში საპროტესტო აქციები ახალი წლის პირველივე დღეებიდან იმართება. თავდაპირველად, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მაცხოვრებლებმა, საპროტესტო აქცია გამართეს მანქანის საწვავად გამოყენებული თხევადი ნავთობის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ.

მოგვიანებით, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად არიან შეასრულონ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა – შეამცირონ გაზის ფასი. ამის მიუხედავად, პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიყო. გადადგა ყაზახეთის მთავრობა. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. მთავრობამ ბეზინისა და დიზელის საწვავის ფასების სახელმწიფო რეგულირება 180 დღით დააწესა. 

ქვეყნის მასშტაბით, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა. პოგრომების მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს ადმინისტრაციულ შენობებსა და პოლიციის განყოფილებებზე შტურმი, რა დროსაც, ათობით ადამიანი დაიღუპა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics