|
2022-01-06 19:18:20, 804 ნახვა
მსოფლიო
ალმაატაში შეტაკებები გრძელდება - პროტესტის მონაწილეებმა სატელევიზიო ანძა დაიკავეს - ვიდეო
ალმაატაში შეტაკებები დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, როგორც იუწყება ადგილობრივი მედია. ქალაქის ცენტრში სროლები და აფეთქებები ისმის. „Sputnik ყაზახეთის“ კორესპონდენტი ამბობს, რომ მოედანზე ნისლის გამო ცუდი ხილვადობაა. მისი თქმით, რესპუბლიკის მოედნიდან ხუთ-ექვსკაციანი ჯგუფები გარბიან, ზოგი დაშავებულია. სროლა გრძელდება. ტელეგრამის არხი Ateo Breaking იუწყება, რომ ხმამაღლა გამოცხადდა, რომ ცეცხლს გაუხსნიან მათ, ვინც დარჩება ალმაატის ქუჩებში. ტელეგრამის არხი ORDA იტყობინება, რომ მომიტინგეებმა კოქტობის სატელევიზიო ანძა დაიკავეს. ამასთან, ალმაატის კომენდანტურის ცნობით, ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მახლობლად ყველა "ტერორისტის" "განადგურებულია". მანამდე, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალმაატის ქუჩების „გასუფთავება“ გამოაცხადა და აღიარა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იარაღს იყენებდა. სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია ორი ათასამდე ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)